
მოსკოვისა და თბილისის კვალდაკვალ "ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონის მიღება ცხინვალშიც განიზრახეს
25/12/2024 15:46:09 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა საქმინისტრომ "პარლამენტს" მიმართა ინიციატივით, შემუშავებულ იქნას კანონი, რომელიც "რესპუბლიკაში ლგბტ პროპაგანდასა და არატრადიციუი სექსუალური გემოვნების დემონსტრირებას კანონდასჯადად აქცევს".
როგორც დე-ფაქტო შსს-ში განმარტავენ, უწყებამ შესაბამისი ბრძანება "პრეზიდენტ" ალან გაგლოევისგან მიიღო მას შემდეგ, რაც "მოსკოვიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის რიგი მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულ სოცქსელ Hornet-ში არიან გაწევრიანებულები".
"ამჟამად შსს ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებებს ხსენებულ პირთა დასადგენად" - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: 2022 წლის დეკემბერში რუსეთის ლიდერმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის ტერიტორიაზე "ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ", რომელიც ინფორმაციის ყველა საჯარო წყაროში ჰომოსექსუალიზმის ბისექსუალიზმისა და ტრანსგენდერობის შესახებ მასალების განთავსებისთვის წონად ჯარიმებს ითვალისწინებდა. შემდოგმში კანონი დამძიმდა და სადღეისოდ "ლგბტ-პროპაგანდა" ექსტრემიზმთანაა გათანაბრებული, ლგბტქ თემის წარმომადგენლები კი სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან.
მოგვიანებით მსგავსი კანონი მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც. სადღეისოდ იგი კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციას, ერთსქესიანი წყვილების მიერ არასრულწოვანთა შვილებასა და სქესის შეცვლას.
ამ კანონის მიღება ე.წ. აგენტების შესახებ დისკრიმინაციულ კანონთა ერთად საქართველოს ევროიტეგრაციის შემაფერხებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021