Accentnews.ge
მოსკოვი სოხუმის ენერგოშანტაჟს განაგრძობს

მოსკოვი სოხუმის ენერგოშანტაჟს განაგრძობს

26/12/2024 07:28:48 კონფლიქტები

რუსეთი განაგრძობს მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით შანტაჟს. მორიგ ენერგეტიკულ კოლაფსში აღმოჩენილი რეგიონისთვის რუსეთიდან ელექტროენეგიის "ჰუმანიტარული მიწოდების" განხორციელების შემდეგ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შეახსენა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ "რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას იმედოვნებს".

"ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რუსეთი გამოეხმაურა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მომართვას და მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან მომავალი წლის თებერვლამდე ელექტროენერგიის სოციალური მიწოდების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გაკეთდა რესპუბლიკის ენერგეტიკულ დარში შექმნილი იმ კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი ქსელების მოძველებულობითა და კრიპტოვალუტის უკოტროლი მაინინგითაა გამოწვეული. ამასთანავე, სამოკავშირეო ურთერთობები გულისხმობს ვალდებულებათა ბალანსს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, სოხუმიც შეასრულებს თავის წილ ვალდებულებებს, გათვალისწინებულს ორმხრივი შეთანხმებებით, მათ შორის - კანონმდებლობათა ჰარმონიზებისა და რუსული ინვესტიციებისთვის სათანადო პირობბის შექმნის კუთხით" -განაცხადა ზახაროვამ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის თებერვლის შუა რიცხვებისთვის დანიშნული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად "აირჩევა ის ადამიანი, რომელიც კრემლთან ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებს".

ცნობისთვის: ასლან ბჟანიას დე-ფაქტო პრეზიდენტობა ნოემბერში აგორეულ იმ საპროტესტო ტალღას შეეწირა, რომელიც სწორედ კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზებას უკავშირდებოდა. საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება და ელექტროენერგიის მიწოდების მრავალწლიანი საშეღავათო პირობები შეუწყვიტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S