Accentnews.ge
აფხაზური მედია: ენგურჰესის "ვარდნილჰესი 2-"-ი რეიდერულად მიითვისეს

აფხაზური მედია: ენგურჰესის "ვარდნილჰესი 2-"-ი რეიდერულად მიითვისეს

26/12/2024 18:31:48 კონფლიქტები

აფხაზური მედია ენგურჰესის კომპლექსში შემავალი "ვარდნილჰესი 2"-ის "რეიდერული მითვისების" შესახებ იუწყება.

კერძოდ, როგორც ტელეგრამ-არხი "აიაშარა" გვამცნობს, გალის ოკუპირებულ რაიონში მდებარე ჰესზე, რომელიც ბოლო დრომდე უმოქმედო მდგომარეობაში იყო, ორი კვირის წინ სარემონტოს წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო: სადგური გაიწმინდა, დამონტაჟდა ახალი აღჭურვილობა და ა.შ.

აფხაზური სააგენტოს ჟურნალისტი სადგურის პერსონალზე დაყრდნობით ასევე გვამცნობს, რომ ობიექტის რეაბილიტაცია დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა რეზო ზანთარიამ დაიწყო და "სადგური მის კუთვნილებაშია". თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებას დღემდე არაფერი განუცხადებია ობიექტის არც გასხვისების, არც იჯარით გაცემის თაობაზე.

"რის საფუძველზე მიისაკუთრა ზანთარიამ სახელმწიფო ობიექტი? არსებობს ამასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტაცია? თუ კი, ვინ აწერს მას ხელს? რაც მთავარია, რატომ გადაეცა ხალხის კუთვნილი ობიექტი კერძო პირს ხალხის ზურგს უკან?! ჟურნალისტებმა კორუფციული სქემა მოვნიშნეთ და ახლა ბურთი გენერალური პროკურატურის მოედანზეა" - ნათქვამია "აიაშარას" რეპორტაჟში.

ცნობისთვის: "ვარდნილჰესები" ენგურჰესის კომპლექსის შემადგენლობაში შედის. ამ დროისთვის სრულად მხოლოდ ერთი - "ვარდნილჰესი 1"-ია აღდგენილი, რომელიც სრული დატვირთვით (220 მეგავატი) მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ სამს, 2021 წელს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია აცხადებდა, რომ ისინი ქართული მხარის ბალანსზე იყო და თბილიში არსებობდა მათი აღდგენის სურვილიც, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლება უარზე იყო და ამბობდა, რომ დაგეგმილი ჰქონდა ობიექტის გადაცემა კომპანია "სოხუმი ჰესისთვის". თუმცა ამ შემთხვევაში აფხაზური მხარე უსასყიდლოდ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20%-ს მიიღებდა.

ენგურჰესის ადმმინისტრაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S