
"საქართველო არაა კუნძული, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია" - ჰოჯესი უილსონის მკაცრ გზავნილებს ეთანხმება
27/12/2024 06:48:48 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მკაცრ გზავნილებს იზიარებს ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი.
მისი ხედვით, საქართველო საკითხი უნდა იქნას განხილული, როგორც შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი.
"ვეთანხმები ჯო უილსონს, მაგრამ ეს უნდა იყოს შავი ზღვის დიდი რეგიონის სტრატეგიის ნაწილი. საქართველო არ არის კუნძული. ეს არის პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც რეგიონში ჩვენს მიზნებს მიგვაღწევინებს, მთ შორის უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ბულგარეთში," - წერს ბენ ჰოჯესი X-ზე.