
საბა სხვიტარიძე 2 500 ლარით დააჯარიმეს
27/12/2024 09:01:22 საზოგადოება
აქტივისტი საბა სხვიტარიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა, რომელიც ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.
პროევროპული აქციების მონაწილეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ამჟამად სხვიტარიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული სისხლის სამართლის საქმეზე - მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სხვიტარიძე: უმიზეზოდ დამიწყეს ცემა, ერთ-ერთი პოლიციელი მახრჩობდა - ვიგუდებოდი და ვითიშებოდი