
აქციაზე დაკავებულ და ნაცემ დუიშვილს მოსამართლე ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
27/12/2024 15:01:37 საზოგადოება
21 წლის ბილალ დუიშვილს, რომელიც 4 დეკემბერს პროევროპულ აქციაზე დააკავეს და სცემეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
დემონსტრანტს წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი).
დუიშვილი ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა საავადმყოფოში მკურნალობას მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ. ის კლინიკაში პოლიციის სამმართველოდან გადაიყვანეს.