
ჯო უილსონი: "ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს დაუყოვლებლივ!"
27/12/2024 16:39:40 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება აშშ-ის მიერ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და მორიგ პოსტში წერს, რომ ხელახალი არჩევნები საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს.
"მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," - წერს ჯო უილსონი.
27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".