Accentnews.ge
რას კარგავს სანქცირებული ივანიშვილი - ბაჩიაშვილის ანალიზი

რას კარგავს სანქცირებული ივანიშვილი - ბაჩიაშვილის ანალიზი

27/12/2024 19:14:11 პოლიტიკა

ივანიშვილმა პირველ რიგში, დაკარგა მცირედი შანსიც კი, რამენაირი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-სგან,- ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითვლებოდა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირად.

მისი შეფასებით, აშშ-ის მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნიშნავს აშშ-ის მხრიდან "ყველა ხიდის დაწვას და პრინციპში, გზავნილს, რომ მან უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ ჩარჩოებში".

"ტრამპი მოვა და გაათავისუფლებს [სანქციებისგან], მსგავსი რამ ისტირიაში არ ყოფილა, არც მოხდება. ორივე ადმინისტრაცია ერთსულოვანია ამაში - ქვეყანა უნდა დაბრუნდეს დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ გზაზე",- ამბობს ბაჩიაშვილი.

მისი დაკვირვებით, დროთა განმავლობაში ივანიშვილი იზღუდავს მანევრირების არეალს.

"ახლა ივანიშვილი არის პოკერის მოთამაშე, რომელსაც ხელში არანაირი კარტი აღარ უჭირავს... ბოლომდე გააგრძელებს თავის ბლეფს და ხალხის მოტყუებას, მაგრამ მისი ტყუილები მოკლე დროში იშიფრება. ფასი ძალიან დაკარგა მისმა სიტყვამ. არ გამოვა კობახიძეზე ხელის შეწმენდა. ერთადერთი გზაა, დაუბრობდეს დემოკრატიულ მმართველობას",-თვლის ბაჩიაშვილი.

რაც შეეხება ივანიშვილის ქონებას, ის ეჭვქვეშ აყენებს Bloomberg-ის მონაცემებს, რომ ივანიშვილის ქონება ამჟამად 7.55 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვინაიდან, მისი განმარტებით, მსგავსი ჟურნალები ანალიზისას ეყრდნობიან ან საჯარო წყაროებს ან თავად პირის მონაცემებს.

"ამდენად, მე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი ამ ოდენობასთან მიმართებით. რაც შეეხება Credit Suisse-ს, 1 მილიად 300 მილიონიდან, ნახევარი უკვე მიღებული აქვს ივანიშვილს, დანარჩენს კი აშშ-ის მხრიდან ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს",- ამბობს ბაჩიაშვილი.

ინფორმაციისთვის: ივანიშვილის სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ, თუკი OFAC შესაბამის თანხმობას გასცემს.

რაც შეეხება დანარჩენ რესურსს, ბაჩიაშვილის განმარტებით: "რაც გარე ბანკებშია, გაიყინება; რაც საქართველოაშია და რის [აქტივების] 50%-ზე მეტსაც ფლობს, ყველა იმ კომპანიაში შეწყდება საბანკო მომსახურეობები, აქციების გასხვისება შეეზღუდება. იგივე სანქციები გავრცელდება ოჯახის წევრებსა და პირებზეც, ვისზეც ივანიშვილის ქონებაა გაფორმებული...

ქეშით მოუწევს ნებისმიერი ტრანზაციის განხორციელება საქართველოში. თუ რომელიმე დიდი კომპანიასთან მოუწევს ტრანზაციის გაკეთება, უარს ეტყვიან, რადგან რისკის ქვეშ დადგება თავად ეს კომპანია, რომ სანქციებსი ქვეშ არ მოჰვეს...

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, ბევრი დოკუმენტი გამოსცეს, მაგრამ, კომერციულ ბანკებს თავად აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ეს სანქციები, წინააღმდეგ შემხვევში ეს ბანკები ვერ განახორციელებენ ტრანზაციებს ვერც დოლარში და ვერც ევროში - მოუწევს ლარში ოპერირება და დახდება ჩვეულებრივი სალარო".

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S