Accentnews.ge
ბილ კიტინგი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს

ბილ კიტინგი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს

28/12/2024 06:30:12 პოლიტიკა

მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

“ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა. მტკიცედ ვუჭერ მხარს მის წინააღმდეგ [აშშ-ის] ადმინისტრაციის სანქციებს, რათა ცხადი მესიჯი გავგზავნოთ ქართველი ხალხისადმი, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს ეძებს”, - აცხადებს კიტინგი.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარეს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S