
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „მივესალმები „ოცნების“ მარიონეტების მმართველის ივანიშვილის დასანქცირებას"
28/12/2024 10:05:44 პოლიტიკა
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
მაიკლ მაკკოლის სახელით განცხადება პლატფორმა „X“-ზე კომიტეტის გვერდმა გამოაქვეყნა.
„მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - წერს მაიკლ მაკკოლი.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარეს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.