28-12-2024 18:22:50 პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქმედებისკენ მოუწოდებს და სვამს კითხვას: „ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ?“.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მერყეობენ და ბჭობენ, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის წინააღმდეგ აშშ შესაბამის ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით!“, - დაწერა მან.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარეს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.