Accentnews.ge
"დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ"

"დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ"

20/02/2020 10:49:42 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს "დამხობის მცდელობები ადრეც ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და არც აწი გამოუვა".

"ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს დამხობის კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა. დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა. ჩვენ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ", – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, შს ექს–მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდა. "გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მოქმედი რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოშორდეს. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება პოლიტპატიმარისთვის", – განაცხადა მერაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S