
უილსონი: "ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი"
30/12/2024 16:47:19 პოლიტიკა
"თუ თქვენ ხართ კორუმპირებული ქართული კოშმარის მატარებელში - ჩინეთში, ირანში და რუსეთში, ახლა დროა ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.