
გოცირიძე: „დამხობა ხატოვანი გამოთქმაა“
20/02/2020 12:24:45 საშინაო პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის დღევანდელ კომენტარს განმარტავს და აცხადებს, რომ „დამხობა ხატოვანი გამოთქმაა“.
„ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამოთქმა და, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, შს ექს–მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდა. "გავაგრძელებ ბრძოლას, რომ მოქმედი რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოშორდეს. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება პოლიტპატიმარისთვის", – განაცხადა მერაბიშვილმა.