Accentnews.ge
მიუხედავად დემონსტრანტების ჯანმრთელობის პრობლემებისა, სარჯველაძე ამტკიცებს, რომ შსს სტანდარტულ საშუალებებს იყენებდა და რომ "ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები, ბუნებრივი თანმხლები პროცესია"

მიუხედავად დემონსტრანტების ჯანმრთელობის პრობლემებისა, სარჯველაძე ამტკიცებს, რომ შსს სტანდარტულ საშუალებებს იყენებდა და რომ "ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები, ბუნებრივი თანმხლები პროცესია"

31/12/2024 08:14:24 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის წევრი, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არავის აქვს საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები მიმდინარე აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ. პარალელურად შსს არ გასცემს ინფორმაციას გამოყენებული საშუალებების შემადგენლობის შესახებ.

მისი ვერსიით, ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ. - სიმპტომები, "ბუნებრივი თანმხლები პროცესია“. თუმცა მომიტინგეები გაცილებით მძიმე სიმპტომებს უჩივიან, მათ შორის, სისხლდენას და ეფექტური მკურნალობის კურსის შერჩევისთვის მნიშვნელოვნად სახელდება გამოყენებული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

„არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები მიმდინარე აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ, ან რაიმეს, რომელიც არ არის დაშვებული, ნებადართული და გამართლებული კონვენციებით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, აქედან გამომდინარე, ამ თემაზე საუბარი, რადგან მითქმა-მოთქმას არ სცდებოდა, უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის.

პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით, ეს არის, რა თქმა უნდა, ცრემლსადენი კაფსულები თუ წიწაკის სპრეის საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად. ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია“,- ამტკიცებს მიხეილ სარჯველაძე.

სახელმწიფო ინფორმაციის დამალვით, მოქალაქეებს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღონ ეფექტური მკურნალობა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S