Accentnews.ge
პომპეო: „ვგმობთ რუსეთის კიბერ–შეტევას ქართველ ხალხსა და ინსტიტუტებზე“

პომპეო: „ვგმობთ რუსეთის კიბერ–შეტევას ქართველ ხალხსა და ინსტიტუტებზე“

20/02/2020 13:36:17 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერ–შეტევის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი "ქართველ ხალხსა და ინსტიტუტებზე შეტევას გმობს".

„ვგმობთ რუსეთის კიბერ–შეტევას ქართველ ხალხსა და ინსტიტუტებზე. ჩვენ თბილისს გვერდში ვუდგავართ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. კიბერ–სფეროს სტაბილურობა ყველა ერის პასუხისმგებლობიან ქცევაზეა დამოკიდებული“, – წერს პომპეო სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S