Accentnews.ge
გერმანიამ დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო შეზღუდვა დაუწესა

გერმანიამ დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სავიზო შეზღუდვა დაუწესა

31/12/2024 17:49:07 პოლიტიკა

აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა – ამის შესახებ საუბარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დღეს გერმანიამ დააწესა შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლება – მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი ვინაობა ცნობილი არ არის.

მანამდე განცხადება გაავრცელეს ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. განცხადებას ხელს აწერენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S