
პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის კიბერ-შეტევაზე: "ეს საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა"
20/02/2020 14:32:41 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა" - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა".