
უკრაინის დაზვერვა: საზღვაო დრონით ორი რუსული Mi-8 გავანადგურეთ
02/01/2025 12:16:49 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განახლებული მონაცემებით, საზღვაო დრონმა Magura V5-მა, რომელიც აღჭურვილი იყო სარაკეტო იარაღით, ორი მი-8 ტიპის ვერტმფრენის განადგურება მოახერხა. შეტაკება 31 დეკემბერს მოხდა.
„განახლებული მონაცემებით, შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბერს „ჯგუფი 13-ის“ სპეცრაზმელებმა, რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო დრონით, Magura V5-ით, რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურა“, - აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
იტყობინებიან ეკიპაჟის წევრების დაღუპვის შესახებაც.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის დაზვერვა იუწყება, კიდევ ერთი ვერტმფრენი დაზიანდა და დაეშვა.