რომელი ალტერნატიული მარშრუტებით განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრვი აირის მიწოდება მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა

03-01-2025 10:30:40 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრვი აირის მიწოდება ალტერნატიული მარშრუტებით განხორციელდა, – იუწყება "ევროპეისკაია პრავდა" გაზის საკითხებზე ევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გამოცემის ცნობით, ჯგუფის შეხვედრა 2 იანვარს გაიმართა.

როგორც "ევროპეისკაია პრავდა" იტყობინება, გაზის ევროპულმა ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა რუსული გაზის ჩანაცვლება(რომლის მიწოდება უკრაინის გავლით ხორციელდებოდა) გაზით გერმანიისა და იტალიის გაზსადენებიდან, ასევე – გაზის ევროპული საცავებიდან.

„გაზის მიწოდება განხორციელდა ალტერნატიული მარშრუტებით (გერმანია, იტალია) და საცავებიდან გაზის გაყვანის გზით. ევროპაში გაზის ინფრასტრუქტურა არის მოქნილი და აქვს უნარი მიიღოს არარუსული წარმოშობის გაზი. ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოებისა და კოორდინაციის წყალობით, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ არ არსებობს არანაირი საშიშროება მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ, გამოცემის ცნობით, ევროპის კომისიის ოფიციალური პირები.

"ამრიგად, ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2025 წელს გაზის მიწოდების პრობლემა არ იქნება", –დასძენს "ევროპეისკაია პრავდა"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები