Accentnews.ge
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა

03/01/2025 11:24:32 საზოგადოება

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 14 იანვარს უნდა დარსულდეს. ტენდერების საერთო ღირებულება 28 მილიონს აღემატება.

24 დეკემბერს გამოცხადებული ტანდერები ნაწილ-ნაწილ მოიცავს გამზირს. კერძოდ:

  • 4 382 808 – იანი ტენდერი ეხება თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე მონაკვეთს;
  • 8 464 123 – იანი – მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთს;
  • 8 781045 – იანი ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მოაკვეთს;
  • 6 812435- იანი ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთს.

კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. იმჟამად მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა. მორიგ ჯერზე წლის მიწურულს დააანონსა რეაბილიტაციის დაწყება.

თვეზე მეტია, რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც აგორდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S