კონგრესმენები კონოლი და ტერნერი: მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს

03-01-2025 21:22:20 პოლიტიკა

დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან.

„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“, - ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.

აშშ–მა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები