
ცხინვალის რეგიონიდან ხე-ტყის სირიასა და ირანში გატანა იგეგმება
05/01/2025 09:28:43 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ხე-ტყის სირიასა და ირანში გატანა იგეგმება. პირველი პარტია უკვე მზადაა, - იუწყება ოსური მედია.
"2024 წლის ბოლოს ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხე-ტყის გადამუშავების წარმატებული პროექტის რეალიზება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ეკოლოგიის კუთხით პრობლემებს არ შექმნის, - ამაში როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა დამარწმუნეს. საბჭოთა დროს ჩვენთან 40-ჯერ მეტი მოცულობის ხე-ტყე იჭრებოდა" - განაცხადა დე-ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან ოკუპირებულ რეგიონში ტყის გაჩეხვის ამკრძალავი კანონი მოქმედებს. რიგ შემთხვევებში იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021