Accentnews.ge
„იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება"

„იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება"

20/02/2020 19:30:32 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან არ აღმოჩნდება.

მისივე თქმით, "ხელისუფლებაზე მიმდინარე ზეწოლის პირობებში მმართველი გუნდი იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს და ამ ვითარებაში პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან განხეთქილების შეტანას უნდა მოერიდონ".

„იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება. იქ სხედან პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს მაგიდა არსებობს იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ კომპრომისს, რათა ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ. ამ პროცესს ყველა პოლიტიკური ძალა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და მოერიდოს ერთმანეთს. როცა მე ისე აღარ ვაკრიტიკებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, როგორც 14 ნოემბრამდე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ განწყობა შემეცვალა ან იმ ფაქტების მიმართ, რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაკრიტიკებდი... ჩვენ ახლა მაგიდაზე ბზარის შეტანას უნდა მოვერიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ხელისუფლება, ზეწოლიდან გამომდინარე, ნამდვილად იძულებული ხდება, დათმობაზე წამოვიდეს“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის: მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. ის აქტიურ პოლიტიკაში გეგმავს ჩართვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S