Accentnews.ge
გალის რაიონში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გალის რაიონში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

05/01/2025 10:00:32 კონფლიქტები

გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგან უმცროსი 4 თვის იყო.

აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი ჭოლარიების მრავალსულიან ოჯახში გაჩნდა და სახლში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ბავშვების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარს აფეთქების ხმა უძღოდა წინ.

ირკვევა, რომ მშობლები ზუგდიდში იყვნენ წასულები და სახლში ბავშვებთან ერთად ბებია რჩებოდა, რომელიც ხანძრის დაწყებისთანავე შველის სათხოვნელად მეზობლებთან გაიქცა, თუმცა ცეცხლი მეტისმეტად სწრაფად ვრცელდებოდა და რამდენიმე წუთში მთელი სახლი მოიცვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S