Accentnews.ge
კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას

კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას

07/01/2025 08:33:14 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციაზე.

"თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე - ეს არის განადგურებული უკრაინა",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესია საკმაოდ გაიზარდა.

საფრანგეთის ელჩი: ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება, ახალი არჩევნები იყოს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S