
ანდრო ჭიჭინაძის დედა: მშობლები ვიწყებთ ნამდვილად შეუპოვარ ბრძოლას!
07/01/2025 13:30:36 საზოგადოება
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ეხმაურება პროკურატურის განზრახვას, მარტისთვის გადადოს იანვარში ჩანიშნული სასამართლო პროცესი. მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის.
"ეს არის ფსიქოლოგოური ზეწოლა ჩემზე, დანანარჩენ მშობლებზე. ფიქრობენ რომ გავტყდებით. ალბათ პატიმრებზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ -არ გავტყდებით, არ გვეშინია! ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი, ვინც იქ სხედან, ყველაზე თავისუფლები არიან. დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, როგორც 37 წელს იყო - იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ჭკვიანებს... ეს ნათელია... დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე - ეს არის ბოლშებიკური მეთოდი და აქედან ვერ გამოვედით.
მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ ნამდვილად შეუპოვარ ბრძოლას! ნამდვილად დიდი ძალა მაქვს. გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ არ არის!",- თქვა ლიკა გუნცაძემ.
პროევროპული აქციების მონაწილე ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.