08-01-2025 18:12:52 სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სასაფლაოზე ნაპოვნი 39 წლის მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება,- ამის შესახებ "აქცენტს" შსს-ში განუცხადეს.
მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება დაახლოებით ოთხი რამდენიმე თვის წინ, როდესაც ოჯახმა ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.
ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მურთაზ როსტომოვი მოკლულია.
"30-ში, საღამოს 22:00 საათზე, გავიდა სახლიდან. რომ არ გამოჩნდა, 2 დღე ვურეკე ტელეფონზე, არ მპასუხობდა. წავედი პოლიციაში, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. განცხადების დაწერიდან თვეების შემდეგ, ჩვენი შვილის ტელეფონი ადგილობრივმა იპოვა.
სამ იანვარს მივედით იქ, სადაც მისი ტელეფონი აღმოაჩინეს - ამის შემდეგ ჩემი შვილის სხეულის ნაწილები ვიპოვე"- აცხადებს "ტვ პირველთან" მურთაზ როსტომოვის მამა.
თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, ცხედარი მექანიკური ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული თუ მიწის ზედაპირზე ხანგრძლივი დროს განმავლობაში ფარჩენის გამო. ამ კითხვას ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი.