აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი: მაშინ, როდესაც ქართველები გაბედულად აგრძელებენ პროტესტს, აშშ შეინარჩუნებს თავის ურყევ მხარდაჭერას

08-01-2025 20:30:01 პოლიტიკა

“მეამაყება "MEGOBARI აქტის" თანახელმძღვანელობა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა მათ ბრძოლაში რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის - მომავლისთვის, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს. მაშინ, როდესაც ქართველები გაბედულად აგრძელებენ პროტესტს, აშშ შეინარჩუნებს თავის ურყევ მხარდაჭერას", – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი, კონგრესმენი მარკ უიზი ("დემოკრატიული პარტია") სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი "MEGOBARI აქტი", რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ რიგ შემზღუდავ ზომებს ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესს 4 იანვარს ხელახლა წარედგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები