09-01-2025 13:09:53 საზოგადოება ,ციტატა
„მინდა, ოჯახს, მთლიანად გალს და რეგიონს გავუზიარო ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ასახავს იმ უსამართლო მდგომარეობას, რაც სუფევს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ ბავშვებს, როდესაც ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა - მთლიანად საქართველოსთვის“,- თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხუთი მცირეწლოვანის დაღუპვის გამო.