11-01-2025 16:19:39 კონფლიქტები
დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში მომხდარი მორიგი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი, - იუწყება აფხაზური მედია.
მისივე ინფორმაციით, სროლა კაფე "ბისკვიტში" მყოფ რამდენიმე პირს შორის მოხდა. თავდამსხმელთაგან ერთი მიიმალა, მეორე კი დაკავებულია.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სხვადასხვა სიმძიმის ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალული ბოროტმოქმედის დასაკავებლად.
დამატება: ამ სიახლის პუბლიკაციის შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ სამივე დაჭრილი კლინიკაში დაიღუპა.
დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ამ წუთებში დე-ფაქტო შსს-ში საგანგებო თათბირს მართავს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის "ხელისუფლების" ძალოვანი უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.