Accentnews.ge
პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

პროკურატურა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

13/01/2025 15:22:37 საზოგადოება

პროკურატურა "ნეტგაზეთი/ბათუმელების" დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - ამის შესახებ "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა.

სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

"გვაცნობეს სასამართლოდან, რომ პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მე გადავხედე დოკუმენტს, სადაც წერია შაბლონურად, თუ რატომ სჭირდებათ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება, რომ შეიძლება მიიმალოს, ან რაღაც გავლენა მოახდინოს ვიღაც პირებზე. დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც მოაწყო ეს ე.წ. ანგარიშსწორება"- თქვა ეთერ თურაძემ.

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმში - ჯერ 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ის 2 სხვა პირთან ერთად აიყვანეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - „ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა [ვიდეო]

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S