Accentnews.ge
„საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით მოხდება გარკვევა, არის თუ არა ხელისუფლება მზად რაიმესთვის“

„საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით მოხდება გარკვევა, არის თუ არა ხელისუფლება მზად რაიმესთვის“

21/02/2020 13:43:09 პოლიტიკა

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შეხვდებიან და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია მათი საშუალებით მოხდება.

„არავინ დაეთანხმება იმ [საარჩევნო] შემოთავაზებას, რომელზეც იყო ბოლოს საუბარი [100/50–ზე], ამიტომ გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და მათი საშუალებით მოხდება გარკვევა, არის თუ არა მზად ხელისუფლება რაიმესთვის.ეს არ იქნება მეხუთე რაუნდი, ეს იქნება ელჩებთან შეხვედრა და მათი საშუალებით მოხდება მედიაცია“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ხედავენ პრობლემას ხელისუფლებისა და ცალკეული პარტიების შეხვედრებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S