რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
14-01-2025 20:34:37
სამართალი
რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ აქციაზე დაკავებულ შვიდ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. შსს ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
- ტიტე გედენიძესა და ზვიად რობაქიძეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
- დანიელ ბულკაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა;
- ზურაბ მანჩხაშვილს 13 დღე შეუფარდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ;
- ბექა პაპაშვილს კობა ჩაგუნავამ 15 დღით პატიმრობაში გაუშვა;
- კახა ჯაფარიძეს 10 დღე შეუფარდა მოსამართლე ნინო ენუქიძემ;
- გიორგი ჩაჩანიძე კი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გაუშვა 10-დღიან პატიმრობაში.