
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - სოფიო ქაცარავაზე:"ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა, საქართველოს მთავრობის ძალიან გონივრული ნაბიჯია"
21/02/2020 15:34:03 საგარეო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშნვას სოციალურ ქსელში ულოცავს.
„ჩემს ძვირფას მეგობარსა და ყოფილ კოლეგას სოფიკო ქაცარავას ვულოცავ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშნვას. ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოს მთავრობის ძალიან გონივრული ნაბიჯია! ყოჩაღ, სოფიკო!“ - წერს ალექსანდარა ჰოლჰოლი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაინიშნა.
სოფიო ქაცარავა 2016-2019 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ს ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
სოფო ქაცარავა არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც უმრავლესობის რიგები პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს.
ამის შემდეგ ქაცარავას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაუკეთებია.