რუსმა დეპუტატმა გიგი წერეთლის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა

21-02-2020 21:35:11 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გენადი ონჩიშენკო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიგი წერეთლის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც ონიშჩენკო რუსულ მედიასთან ირწმუნება, წერეთელმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მას საშუალება არ მისცა, ანტისემიტიზმისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა.

„განხილვაში ჩავეწერე, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი წერეთელმა იმ მოტივით, რომ დრო აღარ დარჩა, სიტყვა არ მომცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ“, - განაცხადა ონიშჩენკომ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები