
მოსამართლემ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა
16/01/2025 09:28:14 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე სამართალდამცავებს „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“.