Accentnews.ge
მოსამართლემ ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა

16/01/2025 11:09:34 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს. იმავე ღამით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 26 ნოემბერს იმსჯელა. ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ილაპარაკა. მას შუბლის არეზე, წარბთან, სისხლის კვალი ეტყობოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S