
აფხაზური "საპრეზიდენტო არჩევნებისთვის" საარჩევნო უბნის გახსნა თურქეთშიც იგეგმება
16/01/2025 12:33:36 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული დე-ფაქტი ცენტრალური საარჩევნო კომისია თურქეთის ქალაქ საქარიაში (ადაპაზარი) საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავს.
წარსულში აფხაზური საარჩევნო უბნების გახსნა სტამბოლში სცადეს, თუმცა ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან პრობლემები შეექმნათ.
"ამის გათვალისწინებით, გადაწყდა, ამჯერად საარჩევნო უბანი გავხსნათ საქარიაში და არა სტამბოლში, რათა ზედმეტი ყურადღება არ მივიპყროთ" - განმარტა დე-ფაქტი ცსკ-ის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა, რომლის ინფორმაციით, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა "თურქეთში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენელ" იბრაჰიმ ავიძბასთან.
ცნობისთვის: დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 5 კანდიდატი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021