20-01-2025 14:23:16 საზოგადოება ,ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ თითქმის 276 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 288.6 მლნ დოლარს შეადგენს.
ღვინის ექსპორტი 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი 47%-ით არის გაზრდილი. ეს პროდუქტები ადგილობრივ ექსპორტში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.
ყურძნის ნატურალური ღვინოების 276 მლნ დოლარიანი ექსპორტიდან $182.6 მილიონი (66%) რუსეთზე მოდის - წინა წელთან შედარებით ეს 8.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე ადგილს პოლონეთი იკავებს 16.6 მლნ დოლარით -წინა წელთან შედარებით ზრდა 10%-ია. მესამე ადგილს უკრაინა იკავებს 12.4 მლნ დოლარით - მაჩვენებელი 14%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება სპირტიანი სასმელებს, შარშან რუსეთში თითქმის 155 მლნ დოლარის გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით წლიური ზრდა თითქმის 130%-ს შეადგენს. 48 მლნ დოლარის გაიყიდა სომხეთში, 2023 წელთან შედარებით ზრდა 107%-ია. 23 მლნ დოლარის გაიყიდა უკრაინაში, 2023 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები.