
ჩინეთი ტრამპის გადაწყვეტილებებს ეხმიანება: "შემაშფოთებელია"
21/01/2025 07:47:11 მსოფლიო
ჩინეთი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს აშშ–ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
"ჩინეთი შეშფოთებულია ტრამპის განცხადებით, რომ აშშ კვლავ ტოვებს კლიმატის შეთანხმებას. ჩინეთი აქტიურად რეაგირებს კლიმატის ცვლილებაზე და ერთობლივად შეუწყობს ხელს გლობალურ დათბობასთან ბრძოლას", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა გუო ჯიაკუნმა უწყებაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა დასუსტდეს. "ჩინეთი გააგრძელებს მის მხარდაჭერას მისი მოვალეობების ფარგლებში", – დასძინა მან.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.
მან ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ. ასევე მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ გამოჰყავს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: რა განკარგულებებს მოაწერა ხელი თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021