
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის დროებით შეჩერების თაობაზე
21/01/2025 09:31:40 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების თაობაზე, – იუწყება ABC News.
მისივე ცნობით, პროგრამები დროებით შეჩერდება მანამ, ვიდრე არ მოხდება განხილვა, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ–ის პოლიტიკის მიზნებს.
"საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. და ემსახურება მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნი და ქვეყნებს შორის", – ნათქვამია, ABC News–ის ცნობით, განკარგულებაში.
ამავე თემაზე: რა განკარგულებებს მოაწერა ხელი თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა.