22-01-2025 14:10:17 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS-სთან ინტერვიუში უკრაინაში ომსა და ამ მიმართულებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმებზე ისაუბრა.
როგორც რუბიომ განაცხადა, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, უნდა დასრულდეს ისე, რომ რამდენიმე წელში არ განახლდეს და ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნაწილი იქნება.
„პირობა, რომელიც პრეზიდენტმა დადო, იქნება პრიორიტეტი. აშშ-ის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა იქნება, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. ეს ჩიხია. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, თუმცა, ახლა ის არის ჩიხი, გაჭიანურებული სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც წარმოუდგენლად დამანგრეველია. [...]
„მე მაქვს არგუმენტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის, მაგრამ უკრაინა ყველაზე მაღალ ფასს იხდის მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, დაღუპული ადამიანებით, მილიონი უკრაინელით, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. კონფლიქტი უნდა დასრულდეს და აშშ-ის პოლიტიკა იქნება, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება და ამის ხელშეწყობისთვის ყველაფრის გაკეთება. გამოვიყენებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ის დავასრულოთ სტაბილური გზით: არ გვინდა, რომ კონფლიქტი დავასრულოთ ისე, რომ ორ, სამ ან ოთხ წელში თავიდან დაიწყოს“,- განაცხადა რუბიომ.