Accentnews.ge
უბედური შემთხვევის შედეგად გაგრაში სამი მუშა დაიღუპა

უბედური შემთხვევის შედეგად გაგრაში სამი მუშა დაიღუპა

22/01/2025 11:11:06 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად სამი მუშა დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი მედია.

უბედური შემთხვევა 21 იანვარს, საღამოს მოხდა, როცა მუშებს საკანალიზაციო მილები გაჰყავდათ. ისინი თხრილში 3-3,5 მ სიღრმეზე იმყოფებოდნენ, როცა ამოთხრილი მიწის მასა მოულოდნელად დაიძრა და მუშები დაფარა.

ირკვევა, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ დე-ფაქტო ადმინისტრაციას საკანალიზაციო კოლექტორის შეკეთების თხოვნით მიმართა, თუმცა რაიონის მმართველობამ მათ მხოლოდ ტექნიკა გამოუყო და შესთავაზა, სამუშაოები მისი გამოყენებით თავად ჩაეტარებინათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S