ტუსკი: თუ ევროპას გადარჩენა სურს, ის შეიარაღებული უნდა იყოს

22-01-2025 17:33:03 ევროპა

მსგავსად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა, შეიარაღების აუცილებლობაზე საუბრობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაზარდა თავდაცვითი ხარჯები.

„თუ ევროპას სურს გადარჩენა, ის შეიარაღებული უნდა იყოს“- განაცხადა მან ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მანამდე ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

კალასი თვლის, რომ რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს.

"რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვაზე იმაზე ნაკლების დახარჯვას, ვიდრე საჭიროა". - თქვა კალასმა.

ამასთან, კალასის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრები თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ:

"დრო რუსეთის მხარეს არ არის, თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარესაა. რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად მეტის დახარჯვაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაუჭირა მხარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილს, ნატოს ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ზელენსკის თქმით, თუ სათანადო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ი თავდაცვაზე დახარჯოს, "დაე, ეს იყოს 5%"-ი და არ არის სპეკულირება საჭირო იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მედიცინის ან პენსიების ხარჯზე.

ზელენსკის მიჩნია, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს "ძლიერი გლობალური მოთამაშე", როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკის სფეროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები