ტრამპი პუტინს გადასახადებით, ტარიფებით და სანქციებით ემუქრება "ყველა რუსულ პროდუქტზე"

22-01-2025 23:24:59 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ წავა. საკუთარი შეთავაზება ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გააჟღერა.

“თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებული შტატებისთვის და სხვადასხვა სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ყიდის…

მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად - მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.

“შეთანხმების მიღწევის” დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!” - წერს ტრამპი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები