
თსუ-ს საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო
23/01/2025 08:14:32 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო.
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრების მიერ ბლოკირებული საგამოცდო ცენტრის შესასვლელი დაცვამ გახსნა და სტუდენტებს ტერიტორია დაატოვებინა.
როგორც "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები ამბობენ, დაცვასთან ერთად შენობაში სხვა უცხო პირებიც იყვნენ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ.
"დილაადრიან, როდესაც სტუდენტები გარეთ იყვნენ შეკრებილები, ფორმაში გადაცმული უცხო პირები ღრიალით და მუშტის ღერებით შემოვიდნენ. იყვნენ პირები, რომლებიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც უცნობები იყვნენ, არც დაცვის წევრები იცნობდნენ. იყვნენ გადაცმული უცხო პირები, რომლებისგანაც წამოვიდა ეს აგრესია და ძალადობის მცდელობა",- თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა თსუ-ს საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავეს და რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერეს.