
პენტაგონი: ტრამპის განკარგულება აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერების თაობაზე უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება
24/01/2025 07:15:43 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერების თაობაზე უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება, – იუწყება "ამერიკის ხმის" უკრაინულ სამსახური პენტაგონზე დაყრდნობით.
”უკრაინის უსაფრთხოების დახმარება არ ექვემდებარება ბოლოდროინდელ განკარგულებას საგარეო დახმარების შესახებ”, - აცხადებენ პენტაგონში.
21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების თაობაზე.
ამერიკული მედიის ცნობით, პროგრამები დროებით შეჩერდება მანამ, ვიდრე არ მოხდება განხილვა, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ–ის პოლიტიკის მიზნებს.