Accentnews.ge
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ზარქუა: "საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ"

აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ზარქუა: "საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ"

24/01/2025 07:55:19 პოლიტიკა

აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თბილისში დაბრუნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ აბუ-დაბის დატოვების საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ.

მისი თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა, თუმცა იგი ჯარიმის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს. მისი თქმით, თანხა ადგილზე მეგობარმა გადაიხადა, თავად კი ამ 3-4 ათასი დოლარის გადახდას რამენაირად მოახერხებს.

მანვე თქვა, რომ არ იცნობს იმ პირს, რომელმაც ინციდენტის დროს თეფში ისროლა.

"საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ, შესაბამისად გამოძიება დაიწყო, ამ საქმესთან დაკავშირებით. იმ სასტუმროში სხვა ქართველებიც ისვენებდნენ, მაგალითად, ის, ვინც თეფში ისროლა. არ ვიცნობთ მას, ეტყობა ამოუვიდა ყელში მათი პროვოკაციები და ისროლა თეფში, რომელიც მოხვდა იქ მომუშავე პერსონალს და ისიც ჯარიმის ქვეშ მოექცა. იმდენად ამოუვიდა ხალხს ყელში ეს პროვოკაცია, თეფშიც კი ისროლეს. არც ვიცნობთ იმ ადამიანს. შემდეგ იყო ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა აბუ-დაბი დაგვეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამ, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო. ჩვენ მესამე დღეა ჩამოსული ვართ. გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები და პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ 1 წელი მიუსაჯეს, 80 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს... ეს რაღაც სიგიჟე და მარაზმი. არაფერი მსგავსი, ჯარიმა გამოიწერა 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლები. იქ მეგობრები გვყავდნენ, რომლებმაც ის ჯარიმა გადაიხადეს და შემდეგ ამ 3 თუ 4 ათას დოლარს აქ გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ", – განაცხადა მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: 13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმროში, საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. ადგილზე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაულიც, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ინციდენტი მოხდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში.

„საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობდა 13 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებდა.

გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

ლაშა გაბიტაშვილმა 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S