Accentnews.ge
შსს: დააკავებულია პირი, რომელმაც კაცი ჯერ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა (ვიდეო)

შსს: დააკავებულია პირი, რომელმაც კაცი ჯერ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა (ვიდეო)

24/01/2025 08:49:47 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით მიმდინარეობს", – აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S